ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს მასხარას სახით ასრულებს ლევან ხაბეიშვილი, – ასე პასუხობს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უკრაინამ სანქციები ოთარ ფარცხალაძესაც უნდა დაუწესოს.
„ეს არის დადგმული სპექტაკლი რომელშიც მთავარ როლს მასხარას სახით ასრულებს ლევან ხაბეიშვილი. ეს ხუმრობით, თორემ ასეთ აბსურდულ მუქარებსა თუ საჩივრებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია“, – აცხადებს მოსიაშვილი.