ჩვენ ვისაუბრეთ, არსებულ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მეგობარია აზერბაიჯანის – აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„პატივია, დღეს საქართველოში ვუმასპინძლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის საქართველოში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე თქვენს ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი განუზომელია აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაში, და ჩვენი მეგობრობის და ჩვენი ძმობის განმტკიცებაში.ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მართლაც უნიკალური ურთიერთობა და მეგობრობა, ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერს პარტნიორობას და თანამშრომლობას, ასევე რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები. შევეხეთ ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით რომ ის რაც ხდება უკრაინაში უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარების და ზოგადად ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე, შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყების თაობაზე , ეს ჩვენ რა თქმა უნდა , დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა დავადასტურო კიდევ ერთხელ, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს , პირიქით ეს დაეხმარება და მე მჯერა რომ ჩვენ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ბატონო პრეზიდენტო, ასევე, მივესალმები თქვენს მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნის თაობაზე სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, არსებულ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მეგობარია აზერბაიჯანის და აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე ჩვენს მიერ განხორციელებული უკვე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელიც შეიძლება ითქვას არის ისტორიული მნიშვნელობის, ისეთებიც როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც მქონდა საუბარი. ჩვენ ვადასტურებთ სრულ მზაობას ბატონო პრეზიდენტო რომ ურთიერთობები როგორც მიმდინარე ასევე დაგეგმილი პროექტების რეალიზაციის მიზნით ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიუროთ ურთიერთობა და ბოლოს მინდა დავესესხო თქვენს მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს , ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას: აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების და მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.