მსოფლიოში არსებული უმწვავესი პრობლემების და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოში დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. ილჰამ ალიევი ბოლოს 2015 წელს გვსტუმრობდა, ირაკლი ღარიბაშვილთან მისი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები უკვე მრავალი წელი გრძელდება, ამ ურთიერთობის და ნდობის დამსახურება გახლდათ 2021 წლის ივნისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და დანაღმული ტერიტორიების რუკების აზერბაიჯანისთვის გადაცემა მოყვა – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ბოჟაძე წერს, ყველა საკითხი სწორედ ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ამის წინაპირობას ილჰამ ალიევის და ირაკლი ღარიბაშვილის მრავალწლიანი და ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა იძლევა.
„მსოფლიოში არსებული უმწვავესი პრობლემების და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოში დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. ილჰამ ალიევი ბოლოს 2015 წელს გვსტუმრობდა, ირაკლი ღარიბაშვილთან მისი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები უკვე მრავალი წელი გრძელდება, ამ ურთიერთობის და ნდობის დამსახურება გახლდათ 2021 წლის ივნისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და დანაღმული ტერიტორიების რუკების აზერბაიჯანისთვის გადაცემა მოყვა.
დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფის შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და განმტკიცება აუცილებელია კავკასიის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ყველა საკითხი სწორედ ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ამის წინაპირობას ილჰამ ალიევის და ირაკლი ღარიბაშვილის მრავალწლიანი და ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა იძლევა“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.