კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებებს ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ უკუსვლა გამოიწვია და ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.
ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ნედ პრაისი თავის განცხადებებში ცრუობს და პარტნიორ ქვეყნებს ცილს სწამებს:
„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი საჯაროდ ცრუობს, ცილს სწამებს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს. როდესაც ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში – 308 დეპუტატი ცრუობს, ცილს სწამებს პარტნიორ ქვეყანას. მსოფლიოს სჭირდება ასეთი „დემოკრატია“?“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.