საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდა.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, პარტნიორული თანამშრომლობის, მათ შორის, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
ხაზი გაესვა უნგრეთის მკაფიო პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა ლასლო კოვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და იქ შექმნილ ვითარებას.