ილჰამ ალიევმა მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა გამართა

ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებულ სამუშაო ვიზიტზე, რომლის დროსაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოსმთავრობის მეთაურთანმას ჰქონდა შესაძლებლობა, განეხილაყველაისმნიშვნელოვანისაკითხი, რომელიცქვეყნებს შორის არსებულ  თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის და ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

მინისტრის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა, პროდუქტიული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვეყნებს შორის განათლების სფეროს ყველა საფეხურზე არსებული მჭიდრო პარტნიორობა, რაც ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

 

Back to top button