ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ყოფილი ელჩის, იან კელის „ტვიტერზე“ დაწერილ სტატუსს ეხმიანება, სადაც ეს უკანასკნელი ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრას აღნიშნავს.
მისი თქმით ადვილი წარმოსადგენია ელჩობის პერიოდში რა დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ხალხთან მიმართებაში.
“ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?” – წერს საქართველოში აშშ-ს ყოფილი (2015-2018) ელჩი იან კელი და ასე ეხმაურება ჩვენი ქვეყნის პრემიერის შეხვედრას ვიქტორ ორბანთან… ადვილი წარმოსადგენია ელჩობის პერიოდში რა დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ხალხთან მიმართებაში… მერე ჩვენ დაგვაბრალებენ, ანტი-ამერიკულ განწყობებს აღვივებთო… საინტერესოა მოქმედი ელჩი რას იტყვის მისი წინამორბედის ამ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე! თუმც, არც მისგან გვაკლია უპატივცემულობა… იმედია, 8 ნოემბერს ამერიკაში გასამართი არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის…”- წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.