მოჰყვა ჩვენი დასჯა ესე პირდაპირ რატომ გვესაუბრები ზურავ?! ჩვენ მინიშნებებიც გვესმის და შენიღბულსაც ვხვდებით! გასაგებია, შეკითხვაზე – “გვინდა თუ არა ომი”, მოსახლეობის უმეტესობის პასუხს: “არა!” – მოჰყვა ჩვენი დასჯა “ევროსტატუსმოუცემლობით”. არ უნდათ ომი ასევე მოლდოვაშიც, მაგრამ იქ “ვირ-იეშმაკეს” და ომის ნაცვლად, ევროპასა და СНГ-ში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური “პრაიდის” ჩატარება დააწიეს სტატუსის მინიჭებას, რაც “ომში ჩართვაში” ჩაეთვალათ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ზურა ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის ვიზიტს ბრიუსელში.
„ესე პირდაპირ რატომ გვესაუბრები ზურავ?! ჩვენ მინიშნებებიც გვესმის და შენიღბულსაც ვხვდებით! გასაგებია, შეკითხვაზე – “გვინდა თუ არა ომი”, მოსახლეობის უმეტესობის პასუხს: “არა!” – მოჰყვა ჩვენი დასჯა “ევროსტატუსმოუცემლობით”. არ უნდათ ომი ასევე მოლდოვაშიც, მაგრამ იქ “ვირ-იეშმაკეს” და ომის ნაცვლად, ევროპასა და СНГ-ში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური “პრაიდის” ჩატარება დააწიეს სტატუსის მინიჭებას, რაც “ომში ჩართვაში” ჩაეთვალათ. ანუ, უ-პრაიდო და მშვიდობიანი საქართველო – გადაულახავი წინაღობა ყოფილა საქართველოს ევროპელებად აღიარების გზაზე. ზურა-გირჩის ლოგიკით, დღეს სტატუს-მინიჭებული უკრაინა და მოლდოვა, უსტატუსო საქართველოზე საცხოვრებლად გაცილებით უფრო მიმზიდველი და ბედნიერია, თუმცა გირჩი-ზურა იქ გადასვლას არ ჩქარობს, რატომღაც – აქ ურჩევნია.
არა და, მისი სტიქია ხომ მანდაა – ომი და პრაიდი, პრაიდი და ომი: სადაც გინდა იქ ჩაიხდი, მისთვის ორივე შემთხვევა საამისოდ ლეგიტიმურია. ამას დაუმატეთ “პორნოგრაფიის ლეგალიზაციის შესახებ” უკრაინული კანონიც და ვერც კი წარმოიდგენთ, რა სასოწარკვეთილებით შეხვდება ჩვენი საზოგადოება იმ მშვიდობიან, ეკონომიკურად გამართულ და სტაბილურ საქართველოს, რომლისთვის სტატუსის არ მინიჭებას ასე სთხოვდნენ “მთელ სამყაროში” მივლინებით მყოფი ჩვენი “პატრიოტი-პოლიტიკოსები” – წერს დავით ქართველიშვილი facebook – ზე.