ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა.

აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრმა აბდულა ბინ სულთან ბინ ავად ალ ნუაიმიმ გააცილა.

საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

Back to top button