ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ არის უბრალოდ ტყუილი, საპნის ბუშტივით გასკდა მისი კომპეტენტურობა- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური საქართველოს სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის ბრიფინგს, რომელმაც კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
დეპუტატი ჯანეზაშვილის ამ მოქმედებას არაკომპეტენტურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება, რომ მან ვინმე შეაფასოს მით უმეტეს, ჰქონდეს პრეტენზია მართლმსაჯულებაზე.
„არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია და მათი ჯანსაღი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაგვანახა ნაზიბროლა ჯანეზაშვილის ამ მოქმედებამ, რომ ის არის არაკომპეტენტური. ყველამ კარგად დაინახა, რომ დღეიდან მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ მან ვინმე შეაფასოს მით უმეტეს, ჰქონდეს პრეტენზია იმასა, რომ მართლმსაჯულებაზე და სასამართლოზე თითქოსდა რაიმე მონიტორინგი განახორციელოს“- განაცხადა ღუდუშაურმა.