ასეთი რა ვალი დაიდო ამ ჩვენმა ცოდვით სავსე იანმა, დღემდე რომ უწევს გადახდა – გოგა ხაინდრავა იან კელიზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სურვილია ბიძინა ივანიშვილი დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვოს.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის ამ სიმულაციით არავინ მოტყუვდება.

„ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო“. ამ დროს გამოჩნდება როგორ არ ასვენებს ადამიანს ბოროტი. ასეთი რა ვალი დაიდო ამ ჩვენმა ცოდვით სავსე იანმა, დღემდე რომ უწევს გადახდა. ნეტა თავისი სამშობლოს ბედი თუ ადარდებს მისტერ კელის ისეთი ვნებით, როგორც ჩვენი?!“, – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.

Back to top button