
ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს.
„კუბილიუსმა წერილი მისწერა კარლ ჰარცელს, არ ემუშავა საქართველოს ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან ჩემი პოლიტიკური განცხადებების გამო“, – ამის შესახებ Twitte-ში დევიდ ლი წერს.
„მიმდინარე წლის აპრილში კარლ ჰარცელმა თავის ოფისში გამომიძახა და მითხრა, რომ აღარ ითანამშრომლებდა ჩვენთან, თუ მე გენერალურ დირექტორად დავრჩებოდი – ამიტომაც გადავდექი“, – წერს დევიდ ლი.