“ქართული ოცნების” ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ლაბუჩიძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
კახა ლაბუჩიძემ შეხვედრაზე სამომავლო გეგმები და ის პროექტები განიხილა, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია.
“შეხვედრისას უამრავი საინტერესო მოსაზრება მოვისმინე. ახალგაზრდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია როგორც პროექტების, ასევე არჩევნების წარმატებით ჩატარებაში. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. მე ყოველთვის ვიქნები ასეთი საინტერესო ახალგაზრდების გვერდით, მათ მიერ გაჟღერებული ყველა იდეის მხარდამჭერი. მე ვიქნები მათი ხმა საკრებულოში”- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ იყო დაგეგმილი.