„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი, საკრებულოთ დავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ ბადრი წაქაძესთან ერთად მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი მოთხოვნები მოისმინა.
“დღეს სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და მაჟორიტარობის კანდიდატ ბადრიწაქაძესთან ერთად შევხვდი და სოფელში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ.
ამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულადაა მოწესრიგებული, დამონტაჟებულია გარე განათებები, მოგვარებულია გაზიფიცირების პრობლემა.
მეორე სვირში დაგეგმილია მონუმენტის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა მინი სკვერი, ეს პროექტი მოსახლეობის მოთხოვნით ხორციელდება.
მე და ჩემი გუნდი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოვაგვაროთ დარჩენილი პრობლემები და ვიზრუნოთ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობაზე”- განაცხადა ვასილ გველესიანმა.