გია აბაშიძე: ელჩ დეგნანს ვურჩევდი, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად თქვას – დასანანია აშშ-ში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია

იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. თორემ ტრაგიკომიკურ ჟანრად იქცა უკვე ამგვარი “რჩევა-დარიგებები” იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იმაზე უარესი პოლაზაცია-დეზინფორმაციაა, ვიდრე ჩვენში – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ს კონგრესის არჩევნებზე ეუთო ოდირის დასკვნას.

„ჯერ კიდევ გუშინ, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი “გვიქადაგებდა” – დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ.

მოგვიანებით, OSCE/ODIHR-მა (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი) ამერიკის შუალედურ არჩევნებზე საკმაოდ კრიტიკული დასკვნა დადო, სადაც ერთ-ერთ შეფასებაში აღნიშნულია – არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია. ელჩ დეგნანს ვურჩევდი, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად თქვას – დასანანია აშშ-ში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია.

იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. თორემ ტრაგიკომიკურ ჟანრად იქცა უკვე ამგვარი “რჩევა-დარიგებები” იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იმაზე უარესი პოლაზაცია-დეზინფორმაციაა, ვიდრე ჩვენში“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Back to top button