გურამ მაჭარაშვილი: ძველად როგორც მეფისნაცვალი და ეგზარქოსი იჯდა აქ და იმათ უნდა გადაეწყვიტა რაღაცები, ასე უნდათ ახლაც, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩმა ან ევროპარლამენტარმა გვითხრას რა ვაკეთოთ

ძველად როგორც მეფისნაცვალი და ეგზარქოსი იჯდა აქ და იმათ უნდა გადაეწყვიტა რაღაცები, ასე უნდათ ახლაც, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი ან ევროპარლამენტარი იყოს და იმან გვითხრას რა უნდა ვაკეთოთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ყველა თანამდებობის პირი უკრაინის ხელისუფლებაში, ეჭვი არ გვეპარება, რომ ამერიკის ძალების გარეშე არ აკეთებს ამ განცხადებებს. უყურებენ საქართველოშიც, აფხაზეთშიც, ყველგან, რომ ეს ადამიანები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ შეიჭერი აფხაზეთში, მაშინ როდესაც ჩვენ ევროკავშირთან და ამერიკელებთან შეთანხმებული ვართ, რომ ამ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. რატომღაც ეს შეთანხმება ყველამ დაივიწყა და ახლა უნდათ მეორე ფრონტი გავხსნათ, რომ მათი გადმოსახედიდან უკრაინის გარდა საქართველოში კარგიც იქნება ვინმე თუ შეეწინააღმდეგება რუსეთს. ეს ელჩმაც ხომ თქვა პირდაპირ. „ხალხის ძალა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი გეგმა იყოს ლუსტრირებული. ძველად როგორც მეფისნაცვალი და ეგზარქოსი იჯდა აქ და იმათ უნდა გადაეწყვიტა რაღაცები, ასე უნდათ ახლა, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი ან ევროპარლამენტარი იყოს და იმან გვითხრან, რა უნდა ვაკეთოთ. ეს გეგმა ვერ შესრულდება, რადგან საქართველოს საზოგადოება არის იმ პოზიციაზე, რომ ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ იქნება და იქნება სიმშვიდე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

Back to top button