
დიდი მადლობა კომისარო! ოლივერ ვარჰეისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე Twitter-ზე წერს.
„სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა დღეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. განსაკუთრებით რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ბოლო დროს გაჟღერებული სამწუხარო გზავნილების შემდეგ“, – წერს ქარუმიძე.