„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა აბიტურიენტებს ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ სტუდენტობა მიულოცეს.
„ანაკლიაში, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ახალგაზრდებს შევხვდი და უნივერსიტეტებში ჩარიცხვა მივულოცეთ, ვისაუბრეთ გამოწვევებზე და გეგმებზე რაც ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს. აშკარად ძალიან ნიჭიერი, თავისუფალი და წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები მოდიან.
წარმატებები, მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე!
პირობა მივიღე, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ზუგდიდში ჩამოვლენ აქ გააგრძელებენ მოღვაწეობას” – განაცხადა მამუკა წოწერიამ.