
ძნელია არ დაეთანხმო ზაზა შათირიშვილს იმაში, რომ ქართველ უსამშობლოთა ლეგიონის ძირითად მკვებავ ძალას, კრიმინალ დავით კეზერაშვილს: პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე – დღეს ამერიკელები ლობირებენ და მფარველობენ, ყოველგვარი ეჭვისა და პოლიტკორექტულობის გარეშე – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აქ საუბარი არ მიდის რომელიმე რიგით ამერიკელ ანალიტიკოსსა თუ პოლიტოლოგზე – საუბარია კურტ ვოლკერზე, რომლის პროფესიულ ჩამოთვლაში გვხდება CIA, სახელმწიფო დეპარტამენტი, NATO-ს შტაბ-ბინა, მაკეინის ინსტიტუტი და დაზვერვის ხაზით საქმიანობა უკრაინაში.
„ძნელია არ დაეთანხმო ზაზა შათირიშვილს იმაში, რომ ქართველ უსამშობლოთა ლეგიონის ძირითად მკვებავ ძალას, კრიმინალ დავით კეზერაშვილს: პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე – დღეს ამერიკელები ლობირებენ და მფარველობენ, ყოველგვარი ეჭვისა და პოლიტკორექტულობის გარეშე.
აქ საუბარი არ მიდის რომელიმე რიგით ამერიკელ ანალიტიკოსსა თუ პოლიტოლოგზე – საუბარია კურტ ვოლკერზე, რომლის პროფესიულ ჩამოთვლაში გვხდება CIA, სახელმწიფო დეპარტამენტი, NATO-ს შტაბ-ბინა, მაკეინის ინსტიტუტი და დაზვერვის ხაზით საქმიანობა უკრაინაში. და თუ რომელიმე აშშ-ს ოფიციალური პირი შეეცდება კურტ ვოლკერს გაემიჯნოს: “ჩვენ რა შუაში ვართ” – ფორმულირებით, ჩვენც ზრდილობიანად შევასწოროთ: “შუაში კი არა – თავში!”. უკრაინაში სამწლიანი მივლინება იმდენად დაუფასდა, რომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან, კურტ ვოლკერი გვევლინება უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრად, რაც მისი ამჟამინდელი საქმიანობის დაფინანსების “შენიღბვად” შეიძლება ჩავთვალოთ, ხოლო თვით ამ საქმიანობაში – საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული პროცესების მართვა და მათში ჩართული “ლიდერშიფის” უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასე გავაგრძელოთ – თქვენ შეეცდებით, ჩვენ – გამხილებთ და არ გეგმებს ჩაგიშლით. A la guerre, comme a la guerre!“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.