„როგოც ჩანს, მრავალდღიანი ყოყმანის შემდეგ, ცნობილმა პოლიტიკურმა მასხარამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიიღოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
ამილახვარის თქმით, ხაბეიშვილის არჩევის შემთხვევაში, ეს იქნება პირდაპირ დიაგნოზი თუ რამდენად გამოცლილია „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური, ისე ინტელექტუალური რესურსით.
„როგოც ჩანს, მრავალდღიანი ყოყმანის შემდეგ, ცნობილმა პოლიტიკურმა მასხარამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიღოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა. ხაბეიშვილის არჩევის შემთხვევაში და ვფიქრობთ, რომ დიდი ალბათობით ეს ასეც მოხდება, ეს არის პირდაპირ დიაგნოზი ნაციონალური მოძრაობის, თუ რამდენად გამოცლილია „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური, ისე ინტელექტუალური რესურსებით და საზოგადოებას თავისი თავმჯდომარის პოსტზე სთავაზობს იმ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია თავის ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ არის ცნობილი პოლიტიკური ტაკიმასხარა“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.