კასპში, მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

კასპის მუნიციპალიტეტი, მეტეხის ადმინისტრაციული ერთეული

2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები:

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსება

სადგურ მეტეხში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი;

ასფალტ ბეტონის საფარი დაიგო სადგურ მეტეხში საბავშვო ბაღთან და სკოლასთან მისასვლელ გზაზე;

სოფელ მეტეხში მოეწყო ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი;

სოფელ ბარნაბიანთკარში მოაწყო სასმელი წყლის მაგისტრალი და ქსელი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსება

სადგურ მეტეხის დასახლებაში შეიცვალა 4 ბინის სახურავი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამი“- ს ფარგლებში

სადგურ მეტეხის დასახლებაში მოეწყო რ/ბეტონის სანიაღვრე არხი;

მოიხრეშა და მოშანდაკდა სოფელ ბარნაბიანთკარის შიდა გზები;

გარე განათების სისტემა მოეწყო სოფელ მეტეხის შიდა უბნებში.

Back to top button