კასპის მერი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ელენე გოცაძემ, ელენე ლომიძემ, ილია ბორცვაძემ და გიორგი ბოჭორიძემ ახალი პროექტის „ძლიერი სოფლის პროგრამა” მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ერთ-ერთ საპილოტე მუნიციპალიტეტად კასპია შერჩეული.

ხუთწლიანი პროექტის მიზანია არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დაეხმაროს საოკუპაციო ხაზთან მდებარე თემებში მცხოვრებ მოსახლეობას, მცირე და საშუალო საწარმოებს.

მდგრადობის უზრუნველსაყოფად პროგრამა ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებთან წვდომას, ბაზრების შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას, შემოსავლების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ვახტანგ მაისურაძემ USAID-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მზაობა გამოთქვა პროექტის მხარდაჭერისთვის.

Back to top button