გოგა ხაინდრავა: “დაუმყარებიათ დემოკრატია, რას ერჩი?!”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

“ავღანეთში 12 ადამიანი საფეხბურთო სტადიონზე, ათასობით მაყურებლის წინაშე გაამათრახეს. მათ შორის 3 ქალი. როგორც “ტალიბანმა” BBC-ს განუმარტა, ისინი მრუშობის, ქურდობის და ჰომოსექსუალური კავშირებისთვის დასაჯეს. 20 წლიანი სამშვიდობო მისიის შედეგი. დაუმყარებიათ დემოკრატია! რას ერჩი…”- წერს ხაინდრავა.

Back to top button