მხოლოდ იმიტომ რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, მხოლოდ ამიტომ აჩერებენ ამ პროექტებს. ეს არის საბოტაჟი და მეტი არაფერი- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეკითხვაზე, როგორ აფასებს რუსთავის საკრებულოში არსებულ ვითარებას, სადაც ოპოზიციური საკრებულო ბიუჯეტს არ ამტკიცებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ საბოტაჟია.
„იმ ბიუჯეტში უამრავი სოციალური პროექტია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ის ხალხი ელოდება ამ სოციალური პროექტებიდან კონკრეტულ ბენეფიტს, თანხებს, კონკრეტულ სარგებელს და მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს რუსთავის საკრებულოში უფრო მეტი ოპოზიციური წარმომადგენელია და მხოლოდ იმიტომ რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, ამიტომ აჩერებენ ამ პროექტებს. ეს არის საბოტაჟი და მეტი არაფერი“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.