,,200,000 არ არის სწორი. ჯერ არ გამიგია, თქვენგან მესმის, მაგრამ 100,000-ზე მეტი ჩამოვიდა და დარჩა, რუსეთის მოქალაქეო, ამას ლაპარაკობენ. ახლა, ნახეთ, მათი პიარი ვამხილოთ, მავნებლური საკუთარი სახელმწიფოს და სამშობლოს წინააღმდეგ,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შემოსული ადამიანებიდან რამდენია ეთნიკურად ქართველია, ამის სტატისტიკის დათვლა რთულია, თუმცა შემოსული პირების უმრავლესობა რომ ეთნიკურად ქართველია, ეს ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან.
,,100,000-ზე მეტი ადამიანი დარჩა, ამბობენ, რუსეთის მოქალაქე. დიახ, ეს ასეა. მაგრამ რუსეთის მოქალაქეებიდან, მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ძალიან დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველი, სომეხი, ან აზერბაიჯანელია და ა.შ. თუმცა, ჩვენ ნამდვილად ვიცით და თქვენც ალბათ იცით ყველამ, რომ ძალიან დიდი ნაწილი არის ეთნიკურად ქართველი.
ადამიანებზეა აქ საუბარი, რომლებსაც ოჯახები ყავთ საქართველოში და აქ არიან, შეიძლება, დაბადებულები და გაზრდილები, თუმცა მათ დღეს აქვთ რუსეთი მოქალაქეობა. მილიონამდე ადამიანი რომ იყო რუსეთში, ეს დაახლოებითი რიცხვია, ზუსტი ციფრი არავინ იცის. 800,000 სახელდება. კიდევ 800,000 ქართველი რომ ჩამოვიდეს, თუმცა რუსეთის მოქალაქე, ეს ადამიანები არ მივიღოთ? მათი ლოგიკით არ უნდა მივიღოთ. იქ სავალდებულო სამხედრო სამსახურს რომ გამოექცევიან.
აშშ-ს პრეზიდენტმაც კი გააკეთა მოწოდება, რომ თუ თავს დააღწევდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს, მიიღებს მათ შტატები. ასეთი ხალხი არ მივიღოთ, თან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, რომლებსაც ოჯახები ყავთ საქართველოში? მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეობა აქვთ,’’ – განაცხადა მდინარაძემ.