„ამ ორი ნაძირალას წივილ-კივილი, რომელიც ყალბ ისტერიკებში არიან ჩავარდნილნი, ნებისმიერ თვითცენზურაზე მეტია“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე, რითაც გიგი უგულავას და ეკა კვესიტაძის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება.
როგორც ექსპერტი წერს, იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ ასეთი შეყვირებებით ხალხის განწყობას სააკაშვილის სასარგებლოდ კი არა, მის წინააღმდეგ წარმართავენ, მაგრამ მაგათ მხოლოდ თავიანთი უაზრო ვნებების დაკმაყოფილება აწუხებთ.
„ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, იულია ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა, მაგრამ მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, სიმულაცია იყო – ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე? – კითხვებზე პასუხია გასაცემი, პირველ რიგში, დიაგნოზით. ახლა არ მითხრათ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისე წარმოგვიდგენია, როგორც მისი მხარდამჭერები გვიხატავენო. არადა მაქსიმალურად ვცდილობდი სააკაშვილზე არაფერი დამეწერა.
ვცდილობდი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერ ვერკვევი ვერც სამედიცინო და ვერც კანონმდებლობის ნიუანსებში, მაგრამ ამ ორი ნაძირალას წივილ-კივილი, რომელიც ვაგზლის მეძავების მსგავსად ყალბ ისტერიკებში არიან ჩავარდნილნი, ნებისმიერ თვითცენზურაზე მეტია. ეკა კვესიტაძე – კიდევ ერთხელ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ გვაჩვენონ პრეზიდენტი – გუშინ ის გადამალეს, კონტიტუციური უფლება შეუზღუდეს და მიზეზად ექიმის ცნობა მოიტანეს, რომ მისი გადაადგილება არ შეიძლებაო. ახლა ეს არარაობა, რომლის გადაწყვეტილებით არ მიიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სასამართლოზე, რომ საკუთარი თვალით არ გვენახა რა დღეში ჩააგდო ამ უბოროტესმა რეჟიმმა, დაგვცინის და გვეუბნება, ყველაფერს იგონებსო. # გვაჩვენეთპრეზიდენტი. ვინ არის გადამალული? დღეში მილიონი მნახველი ჰყავს ვიღაც უცხოელი ექიმებიდან დაწყებული, თანამზრახველებით დამთავრებული. „გვაჩვენონ პრეზიდენტი“! ძალიან უნდათ იმ ადამიანების დედებს, ვინც დღეს პატიმრობაში არიან თავიანთი შვილების ნახვა. ძალიან უნდათ მათ მეგობრებს, მაგრამ კანონი არ იძლევა ამის უფლებას და ვინ მისცა ასეთი მოთხოვნის უფლება ეკა კვესიტაძეს? არ გავიხსენებ იმ 2 წლის ბავშვს, რომელიც მამასთან იმ რეჟიმმა არ შეუშვა, რომლის ერთ-ერთი შემოქმედი კვესიტაძე და მისი მეუღლე იყვნენ იმ მიზეზით, რომ ინფორმაციას გამოიტანსო.
ან მეორე ნაძირალა გიგი უგულავა – არარაობაზე ხელი არ უნდა გაისვარო. მაგრამ მთელი ცხოვრება უნდა ახსოვდეს რომ ნაგავია და მანამდე ნაგვად დარჩება, სანამ ეს ნაგავი ნეშოპალად არ იქცევა. ეს მართლა ნაგავი, რომელმაც ხალხისთვის მოპარული 50 მილიონი ბოტოქსებში დახარჯა და უცხოელი ლობისტების ზეწოლითა და შანტაჟით თავი დაიხსნა, კიდევ ხმას იღებს. ხმას იღებენ, რადგან შინაგანად თავხედები არიან. ხმას იღებენ იმიტომ, რომ სულით არიან დაცემულები და ასე დარჩებიან ბოლომდე. იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ ასეთი შეყვირებებით ხალხის განწყობას სააკაშვილის სასარგებლოდ კი არა, მის წინააღმდეგ წარმართავენ, მაგრამ მაგათ მხოლოდ თავიანთი უაზრო ვნებების დაკმაყოფილება აწუხებთ“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.