გაანათა თუ არა კალაძის უწყებამ თბილისის ანძა ლგტბ ფერებში – მერიის განცხადება

გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

“როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში  (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)” – აცხადებენ მერიაში.

Back to top button