გივი მოდებაძე მოსახლეობას: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ყველა პროექტი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება

,,ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე საარჩევნო შეხვედრების ფარგლებში სოფელ სალიეთისა და მორძგვეთის მოსახლეობას შეხვდა. კადიდატმა ადგილობრივებთან ერთად სალიეთისა და მორძგვეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელა.

აღსანიშნავია, რომ მორძგვეთის მიმართულებით უკვე მოეწყო ასფალტირებული გზა, სოფელ სალიეთში კი სამუშაოები ამჟამად მიმდინარელობს.

,,ჩემი გამარჯვების შემთხვევაში სოფლების განვითარების მიზნით თანმხვედრი ნაბიჯები გადაიდგმება და პროექტები მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება” – განაცხადა გივი მოდებაძემ.

Back to top button