„რა უჯდებათ ნეტა ამ ჩვენ „დაუძინებელ მეგობრებს“ ეს სიყვარული, აქაურების კაპიტან გიგაურით თუ ვიმსჯელებთ, ათეულობით მილიონი“ – გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარებზე

„რა უჯდებათ ნეტა ამ ჩვენ „დაუძინებელ მეგობრებს“ ეს სიყვარული. აქაურების კაპიტან გიგაურით თუ ვიმსჯელებთ, ათეულობით მილიონი“, – ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და იან კელის ტვიტს.

„სიყვარულო ძალსა შენსა“. რა უჯდებათ ნეტა ამ ჩვენ „დაუძინებელ მეგობრებს“ ეს სიყვარული. აქაურების კაპიტან გიგაურით თუ ვიმსჯელებთ, ათეულობით მილიონი. ამათ მოწოდებას თუ გავითვალისწინებთ, მგზავრობისაც ეკუთვნით, სამივლინებოც და ჯიბის. ძვირფასები“, – წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის ევროპარლამენტარმა ტვიტერზე დაწერა:

„მოკავშირეების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმებით და საქართველოს რეპუტაციის განადგურებით, „ქართული ოცნება“ მიზნად ისახავს, შეასუსტოს ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი. ჩემი მთავარი შიში არის ის, რომ მმართველი პარტია მოსახლეობას ამზადებს უკავშირო პოლიტიკისთვის“.

Back to top button