თსუ-ს ამერიკელი მოსამართლე და ადვოკატი სტუმრობდნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების, სემინარების ციკლის ჩატარებასა და მათთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ, ცნობილმა ამერიკელმა მოსამართლემ ფლორიდის შტატიდან  მარკ სპაისერმა და ფლორიდის შტატის ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეებში რობერტ ტრაჩმენმა თსუ-ში შეხვედრაზე.

შეხვედრას თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პაატა დავითაია ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ ამერიკელ სტუმრებს შესთავაზა სამომავლოდ საჯარო ლექციათა ციკლის სახით გამართონ სემინარები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და გაუზიარონ მათსაკუთარი გამოცდილება.

მარკ სპაისერს მოსამართლის პოზიციაზე მუშაობის 38-წლიანი გამოცდილება აქვს. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებთან ერთად, მის სახელს უკავშირდება 4 საქმე, რომლის განაჩენიც სიკვდილით დასჯა იყო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თსუ სტუდენტებისთვის სამართლებრივი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობასა და სასწავლო პროცესში პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობას.

Back to top button