ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, რადგან ვკარგავთ გმირებს, რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან.
დღეს ხელისუფლებამ შეატრიალა „პლასტინკა“ და ომის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, აღმოაჩინა, რომ თურმე, ათასობით ქართველი მებრძოლი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის და იღუპება – ამის შესახებ პარტია “პროგრესი და თავისუფლება”-ს ლიდრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
“ვფიქრობ, ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ მისი მოკავშირე რუსეთი ამ ომში დამარცხდება. „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან ისინი პასუხს მოსთხოვენ, რატომ იყო საქართველოს ხელისუფლება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის მოკავშირე!” – აცხადებს ოქრიაშვილი.