საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” დამფუძნებელი, სოზარ სუბარი, “პოსტივის” ეთერში საუბრისას, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სენატორებს ბოდიში აქვთ მოსახდელი.
“ინტერვიუ, რომელიც [სენატორებმა] “ამერიკის ხმას” მისცეს, ძალიან სიმპტომატურია. ერთი რამ მეცნო – “ხალხის ძალაზეც” ისაუბრეს, პირდაპირ არ ახსენეს, მაგრამ ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკოსი უფროა, ვიდრე ჟურნალისტი, “ხალხის ძალის” წინააღმდეგ ძალიან აგრესიული იყო. მათ [სენატორებმა] შედარებით შეარბილეს, თუმცა თქვეს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ექსტრემიზმმა მოიმატა. მათ “ხალხის ძალა” იგულისხმეს…
პატივცემულ სენატორებს ბოდიში აქვთ მოსახდელი – “ხალხის ძალის” განცხადებებსა და ქმედებებში ექსტრემიზმს ვერ იპოვი; ექსტრემიზმია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი, ბატონი კინზინგერი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დაბრუნებისკენ და ხელისუფლების ძალით დამხობისკენ მოუწოდებს. ესაა ექსტრემიზმი, რომელსაც საქართველოს ყველა მეგობარი უნდა გაემიჯნოს და რომელსაც აშშს-ის ელჩი კელი დეგნანი არც უარყოფს და არც ემიჯნება,” – განაცხადა სოზარ სუბარმა გადაცემაში “პოლიტიკური პოსტი”.