ტელეკომპანია “დოჟდის” ამბავი ხომ გახსოვთ, ჟურნალისტის არშემოშვებაზე რომ გაგიჟდა, გადაირია ლЯკა ხოშტარია და ჩვენი გენმოდიფიცირებული ლიბერ-ელიტა? ჰო და ლატვიაში ამ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეუჩერეს… ნეტა რატომ? თუ „დოჟდი“ ირიბად მუშაობს კრემლზე, ლიბერ-ელიტა ვინც ჟურნალისტის არ შემოშვება გააპროტესტა, პირდაპირ მუშაობს კრემლზე? – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ჩვენს გზააბნეულ აქტივისტებს მინიმუმ სასარგებლო იდიოტების როლს ასრულებინებენ, ლიაკა ხოშტარია კი ხელფასს იღებს.
„ტელეკომპანია “დოჟდის” ამბავი ხომ გახსოვთ, ჟურნალისტის არშემოშვებაზე, რომ გაგიჟდა, გადაირია ლЯკა ხოშტარია და ჩვენი გენმოდიფიცირებული ლიბერ-ელიტა? ჰო და ლატვიაში ამ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეუჩერეს… ნეტა რატომ? ლატვიის მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების საბჭომ ტელეარხი „დოჟდი“ 10 000 ევროთი დააჯარიმა ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში და რუსულ ჯართან მიმართებაში სიტყვა „ჩვენი“- ს გამოყენების გამო. 2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა, VDD-მ, დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს.” ჰოოო და რაშია საქმე? ესენი თუ ირიბად რუსეთზე მუშაობენ, მაშინ რა გამოდის, რომ ჩვენი ლიბერ – ელიტა, ვინც ვენები გადაიჭრა “დოჟდის” ჟურნალისტის არ შემოშვებაზე, პირდაპირ მუშაობს კრემლზე? ნუ მინიმუმ სასარგებლო იდიოტების როლს ასრულებინებენ, ჩვენს გზააბნეულ სამოქალაქო აქტივისტებს… ლяკა ხოშტარია კი ხელფასს იღებს….“ – წერს ქადაგიძე facebook – ზე.