რატი ბრეგაძე ნაცმოძრაობაზე: მათ არეულობის მოწყობის ეს იაფფასიანი ნომერი არ გამოუვიდათ

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედის” ეთერში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კამპანიას გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, კამპანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხორციელდება და მისი მიზანი ძალაუფლების ნებისმიერი ხერხით დაბრუნებაა.

„ჩვენ მეტწილად საქმე გვაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ კამპანიასთან. ისინი მოქმედებენ ნაცნობი გზებით და ცდილობენ, ნებისმიერი ხერხით მოიპოვონ ძალაუფლება და, მათი გადმოსახედიდან, ეს შესაძლებელია, თავისუფლად განხორციელდეს ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესების საზიანოდ”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზნებზეც ისაუბრა:

“როდესაც ჩამოვიდა სააკაშვილი, მათი გათვლა ის იყო, რომ ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა და ნებისმიერი, მათ შორის, ძალადობრივი გზითაც კი შეცვლილიყო ხელისუფლება, ქართველი ხალხის, საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე … სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სსს-ის გამართული მუშაობის შედეგად მათ ეს იაფფასიანი ნომერი არ გამოუვიდათ” – განაცხადა მინისტრმა.

Back to top button