„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, წარმატებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ნათია გადელიას, გურამ ვეკუას, ნიკოლოზ ესართიას, გოგა ჯაჯვანსა და ირაკლი ვეკუას შეხვდა და მიღწეული გამარჯვება პირადად მიულოცა.
ზუგდიდელი სპორტსმენები პოლონეთში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და მშობლიურ ქალაქში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.
ნათია გადელიამ, გურამ ვეკუამ და ნიკოლოზ ესართიამ ოქროს მედლები,
გოგა ჯაჯვანმა ვერცხლის მედალი, ხოლო ირაკლი ვეკუამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, სპორტის ხელშეწყობა მისი პრიორიტეტია.
„ვამაყობ თითოეული მათგანის წარმატებით. გამარჯვებები ზუგდიდსა და ზუგდიდელებს”-წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მერობის კანდიდატი და ახალგაზრდა სპორტსმენებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.