„შევშფოთდეთ? აღვშფოთდეთ? საქართველოს საზოგადოება უბრძენესია და თავშეკავებული. ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი. როცა ვითომ ჭკუას გვასწავლიან კუბილიუსები და ფოტიგები, ისაა აღმაშფოთებელი! – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარ ევა კაილის დაკავებასთან დაკავშირებით.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს.
„შევშფოთდეთ? აღვშფოთდეთ? საქართველოს საზოგადოება უბრძენესია და თავშეკავებული. ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი. როცა ვითომ ჭკუას გვასწავლიან კუბილიუსები და ფოტიგები, ისაა აღმაშფოთებელი! ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია. მედიის ინფორმაციით, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს“ – წერს გია აბაშიძე.