მივმართავ კელი დეგნანს, ეს არის რუსული პროპაგანდა კრემლის ნარატივი თუ აშშ-ს დემოკრატიის უკუსვლა? – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ჟურნალისტ გლენ გრინვალდის იუთუბვიდეოს ეხმაურება, რომლის თანახმად გრინვალდი ამბობს, რომ ზელენსკის ქმედებები სასოწარკვეთილი ტირანიის ნიშნებია და არა დემოკრატიის.

ხაინდრავა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს კითხვით მიმართავს – ეს არის რუსული პროპაგანტა კრემლის ნარატივი თუ აშშ-ის დემოკრატიის უკუსვლა?

„უერთდები რა ქართული საზოგადოების ღრმა შეშფოთებას ტაკერ კარლსონის გადაცემაში გაჟღერებული მოსაზრებების გამო. (იხ. ბმული) მივმართავ აშშ-ის ელჩს ქ-ნ კ. დეგნანს. ეს არის – რუსული პროპაგანდა კრემლის ნარატივი თუ აშშ-ს დემოკრატიის უკუსვლა? იქნებ დაგვამშვიდოთ“, – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.

Back to top button