,,ბრავო, მისტერ მასიმო დი ანჯელო …გენიოსი ხართ…მიშა, გეკაიფებიან ბიჭოო…შენ რომ ექიმი-პროქტოლოგი გეგონა, ეგ მჩხიბავი ყოფილა და ვუდუს თოჯინად გადაქცევას გიპირებენ,’’- წერს ,,ხალხის ძალის’’ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის შესახებ.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მიშას ახალ ადვოკატზე ლეგენდები დადის, თუმცა ირკვევა, რომ მასიმო დი ანჯელო უძრავი ქონების სამართალწარმოების სპეციალისტია.
,,მიშას ახალ ადვოკატზე “ლეგენდები” დადის, ისეთი პროფესიონალია ქვას ხეთქავსო….))))))) ჰო და აღმოჩნდა, რომ ბატონი მასიმო დი ანჯელო უძრავი ქონების სამართალწარმოების სპეციალისტი ყოფილა და სასამართლო მრჩეველია დეველოპერებისათვის… ან მაგრად ეკაიფებიან გიულის დაქირავებული “პიარშიკები”, ან კიდევ რაღაც დიდი გეგმა აქვთ… მაგ: სასამართლოზე დაამტკიცებენ, რომ მიშა უძრავი ნივთია, ჰო და განკარგვის უფლებით გიულის გადასცემენ… ბრავო, მისტერ მასიმო დი ანჯელო …გენიოსი ხართ… P.S. მიშა, გეკაიფებიან ბიჭოო…შენ რომ ექიმი-პროქტოლოგი გეგონა, ეგ მჩხიბავი ყოფილა და ვუდუს თოჯინად გადაქცევას გიპირებენ,’’ – წერს ქადაგიძე.