სწორედ ასე თავდაჯერებულ ტყუილში ცხოვრობენ მიშისტები. ამის დასტური კი უძლიერესი, მეგა-ვარსკვლავ-ვექილი, ადვოკატის მასიმო დი ანჯელოს დაქირავება გახლავთ, რომლის მარტო სახელის გაგონებაზე თურმე ბრალმდებლები-პროკურორები და მოსამართლეები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში “კანკალებენ”!- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, უძრავი ქონების სპეციალისტები „საერთაშორისო დონის ადვოკატებად“ ჩამოჰყავთ და კიდევ რა „კონცერტს“ შემოგვთავაზებენ კაცმა არ იცის! „„Запад нам поможет“ ცნობილი ფრაზა, ასევე ცნობილი წიგნიდან და ფილმიდან „12 სკამი.“ სწორედ ასე თავდაჯერებულ ტყუილში ცხოვრობენ მიშისტები. ამის დასტური კი უძლიერესი, მეგა-ვარსკვლავ-ვექილი, ადვოკატის მასიმო დი ანჯელოს დაქირავება გახლავთ, რომლის მარტო სახელის გაგონებაზე თურმე ბრალმდებლები-პროკურორები და მოსამართლეები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში “კანკალებენ”! სინამდვილეში კი რა ხდება, ბატონი მასიმო, უძრავი ქონების სამართალწარმოების სპეციალისტი და სასამართლო მრჩეველია დეველოპერებისათვის!
ყველაზე ამორალური იცით რა არის? ეს მიშა-დამცველები, ქართველები და უცხოელებიც, თავისიანების მოტყუება-გადაგდებაზე, შესაბამისად ფულის გაკეთებაზე არ ამბობენ უარს და ხომ წარმოგიდგენიათ, სხვას რა უზამდნენ საშუალება რომ ჰქონდეთ? მთავარი, მაინც ბენდერი და მისი ფრაზაა დასავლეთი დაგვეხმარება- Запад нам поможет“-კი ნამდვილად გეხმარებათ, ოღონდ პროფესიონალი შულერებით! თუმცა არც ესენი აკლებენ და წავიდა: ჩამოვალ საქართველოში და მე ვიციო, იმუქრებოდა სააკაშვილი- არაჟნებთან ერთად შემოიპარა, 100 000 კაცს დაგახვედრებთო ეუბნებოდნენ აქედან და სამართალდამცავები დაახვედრეს, იშიმშილეო და აჭამეს, არ ჭამოო და ჩვენ ვიცითო, ადვოკატები ჩვენზეაო, და უძრავი ქონების სპეციალისტები „საერთაშორისო დონის ადვოკატებად“ ჩამოჰყავთ, და კიდევ რა „კონცერტს“ შემოგვთავაზებენ კაცმა არ იცის!“- წერს ნიკოლეიშვილი.