შიმშილობის შედეგს დაველოდებით, თუმცა კოლეგების მიმართ ჩემი თხოვნაა, შეწყვიტონ შიმშილობა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების – დავით კირკიტაძის, ანა წითლიძისა და აბდულა ისმაილოვის მიერ შიმშილობის გამოცხადებას გამოეხმაურა.
სოზარ სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი სამართლებრივი თემაა, რომელზეც გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
„ზოგადად, შიმშილობა სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის გზა არ არის, ამიტომ ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, ამ გზას არ მიმართონ. სააკაშვილის საკითხი წმინდა სამართლებრივი თემაა და სასამართლო გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს ისე, როგორც ეს კანონშია დაწერილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატება, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა გამოაცხადეს.