ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე” შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის დიდი პატივია აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა.
„ჩემთვის დიდი პატივია რუმინეთში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის კაბელის განთავსებას გულისხმობს. ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის”,- წერს პრემიერი.