შეთანხმება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, გაზრდის ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის გამომუშავებას და განაწილებას,- ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ასევე გააძლიერებს შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობას.
“სიამოვნებით ვმასპინძლობ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაე-იონელ ჩუკას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. შეთანხმება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, გაზრდის ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის გამომუშავებას და განაწილებას, გააძლიერებს შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობას!”,- აღნიშნავს იოჰანისი.