ზაალ ანჯაფარიძე გახარიაზე: შეიძლება უთხრეს, წელი მთავრდება, გამოდი, დაენახე ხალხს, თან რამე ისეთი დაახეთქე, რომ ცოტა ხანი შენზე ილაპარაკონო

“რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ეხლა გამომხტარიყო? ერთ-ერთი მიზეზი ის ხომ არაა, რომ ერთ წელიწადში რეიტინგი 7.8% დან 1%-მდე დაუვარდა? ან შეიძლება უთხრეს, წელი მთავრდება, გამოდი, დაენახე ხალხს, თან რამე ისეთი დაახეთქე, რომ ცოტა ხანი შენზე ილაპარაკონო.”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გიორგი გახარიაზე.

“გადავიკითხე კომენტარები ჩირგვებიდან უეცრად გამომძვრალ გახარიას მუქარანარევ განცხადებებზე.

რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ეხლა გამომხტარიყო? ერთ-ერთი მიზეზი ის ხომ არაა, რომ ერთ წელიწადში რეიტინგი 7.8% დან 1%-მდე დაუვარდა? ან შეიძლება უთხრეს, წელი მთავრდება, გამოდი, დაენახე ხალხს, თან რამე ისეთი დაახეთქე, რომ ცოტა ხანი შენზე ილაპარაკონო. ისიც გამოვიდა, და ვინც ჩააცვა, მოეფერა და არაფრისგან რაღაც გახადა, იმათ დაუწყო ყეფა, თან შორიდან. ჩვენებურად რომ ვთქვა, “უტრაკო ყარაჩოღელის” ბაქიბუქობას უფრო ჰგავდა”- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Back to top button