მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგის ზრდაში „ხალხის ძალას“ დიდი წვლილი მიუძღვის.
„ქართული ოცნების“ რეიტინგისა და მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდაში „ხალხის ძალის“ დამსახურება უცილობელია. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ყველას თავისი შეფასება უნდა მიეცეს და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს. დღეს ცეცხლთან იმდენად ახლოს დადის ქვეყანა, საპირისპიროდ კი ძალიან დიდი ძალაა, რომელიც შიდა განხეთქილებითაც სარგებლობს (მაგრამ ამას ვერ აღწევს, რადგან საზოგადოება ამას აზღვევს), ვიდრე ყველა თავის როლს ინარჩუნებს, ვიდრე ამ ველზე, რომელსაც, შესაძლოა, ნაღმი დავარქვათ, თავის ფუნქციას ყველას სწორად ასრულებს, მავანი მიზანს ვერ მიაღწევს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „დიდი გადაცემა“.