ონში სამუსიკო სკოლის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

მიმდინარე წლის  27 დეკემბერს ონის ააიპ ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.

წინასაახალწლო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი – გიორგი მახათაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ბავშვებმა ხელმძღვანელ პედაგოგებთან ერთად ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, ააიპ ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლებს, პედაგოგებს და ხელმძღვანელს, მადლობა გადაუხადა მთელი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის.

Back to top button