გია აბაშიძე: ცალკეული დასავლელი აქტორების ორკესტრირებულ შეტევას საქართველოზე გავუძლებთ, უარესები გადაგვიტანია; სიფრთხილე და ყურადღებით ყოფნაა საჭირო, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ საინტერესო განცხადებაში კარგად არის ხაზგასმული საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – “კარგად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა ის მომავალი არ გავიზიაროთ, რომელიც, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, საუკუნეების მანძილზე ნაშენებ ევროპულ ეკონომიკას, სასამართლოს, მედიას და სხვა ევროპულ სისტემებს ელის”.

„ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ საინტერესო განცხადებაში კარგად არის ხაზგასმული საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – “კარგად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა ის მომავალი არ გავიზიაროთ, რომელიც, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, საუკუნეების მანძილზე ნაშენებ ევროპულ ეკონომიკას, სასამართლოს, მედიას და სხვა ევროპულ სისტემებს ელის”. ცალკეული დასავლელი აქტორების ორკესტრირებულ შეტევას საქართველოზე გავუძლებთ, უარესები გადაგვიტანია სხვადასხვა მიმართულებიდან. სიფრთხილე და ყურადღებით ყოფნაა საჭირო, რომ არსებული მშვიდობა შევინარჩუნოთ და განვითარების უფრო დინამიურ ეტაპებზე გადავიდეთ“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

Back to top button