მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ კაციჭამიები არ შეეწყალებინა – ოდიშარია

“ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია პრეზიდენტს ახსენებს, რომ მის კამპანიაში აქტიური წვლილი მიუძღვის. ამასთან, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ მილიონ ორასმა ათასმა ადამიანმა ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ კაციჭამიები არ შეეწყალებინა.

თავიდანვე შევთანხმდით და მეც, მათ შორის, ჩემი პარტიის ლიდერებთან ერთად უდიდესი ამაგი მაქვს მისი კამპანიისას და ამას, რა თქმა უნდა, არა დაყვედრებით ვიძახი, არამედ გვსურდა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ზეპარტიული, პრინციპული პრეზიდენტი. ახლაც მისი უფლებაა შეხვდეს გინდა ნიკანორ მელიას და გინდა ხაბეიშვილთან გამართოს ბილატერალური მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის საზოგადოება, ის მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც იყო მისი მხარდამჭერი და მეტსაც გეტყვით, მილიონ ორასი ათასი ადამიანი იყო, სწორედ იმიტომ უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილს მხარს და ამას მე გულშემატკივრობით ვიძახი, რომ არ მოსულიყო ემანდ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სწორედ შეიწყალებდა მეგიოს ქარდავადან დაწყებული სხვა კაციჭამიებით დამთავრებული, – თქვა ოდიშარიამ.

Back to top button