„მუქარები არაა გასაკვირი ამათგან, არც შავი სიები. ახლა “მაგნიტსკის სია” აიტაცეს. ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აგროვებდნენ შავ სიებს. კასრების საქმის სიები გაიხსენეთ. მერე 10 წელია აგროვებენ ვინ რა დაწერა, ვინ ვისზე რა თქვა, ვინ რა “დაალაიქა” და ა.შ.“- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სალუქვაძე წინა ხელისუფლებაზე და მის მოკავშირეებზე აღნიშნავს, მათ არ შეუძლიათ პოზიტიურ დღის წესრიგში ცხოვრება, სააკაშვილის თემაც ამისთვის სჭირდებათ.
„მუქარები არაა გასაკვირი ამათგან, არც შავი სიები. ახლა “მაგნიტსკის სია” აიტაცეს. ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აგროვებდნენ შავ სიებს. კასრების საქმის სიები გაიხსენეთ (იხ. ფოტო). მერე 10 წელია აგროვებენ ვინ რა დაწერა, ვინ ვისზე რა თქვა, ვინ რა “დაალაიქა” და ა.შ. ასე რომ ამ ხალხის, წინა ხელისუფლებას და მის მოკავშირეებს ვგულისხმობ, გამოსწორება არ იქნება. არც ქვეყანას მოასვენებენ. მათ არ შეუძლიათ პოზიტიურ დღის წესრიგში ცხოვრება, საქმეზე საუბარი.
სააკაშვილის თემაც ამისთვის სჭირდებათ. ხომ დავწერე ამას წინათ, ყველაზე მეტად სააკაშვილი მისი პარტიის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარეობის კანდიდატებს ჰკიდიათ ფეხებზე მეთქი?! სხვა თემები არ აქვთ: უნდა ისპეკულირონ სააკაშვილის თემით, ევროპული არჩევანით და ა.შ. სიების შედგენას, თუ ფიქრობთ რომ ცუდადაა, ექიმები რატომ არ ჩამოუყვანეთ აქამდე, ხომ გითხრათ ხელისუფლებამ, ჩამოუყვანეთ და გადავიხდითო?! რატომ არ ჩამოუყვანეთ? მაგრამ თქვენ ჯანმრთელი სააკაშვილის თემა არ გჭირდებათ, თქვენ მის ჯანმრთელობაზე საუბარი გაწყობთ. ამ თემაში აღარ უნდა აყვნენ. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და კლინიკამ“- წერს ამირან სალუქვაძე.