სოზარ სუბარი: სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს „ბუკები“ რატომ მიჰყიდეო, შემდეგ კი, საკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი საქართველოს ექსპრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, უკრაინელებისთვის “ბუკების” გადაცემაზე უარის თქმა სირცხვილია.

“სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს „ბუკები“ რატომ მიჰყიდეო. ამის შემდეგ კი, სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. რა დამსახურებისთვის, ნეტავ?” – წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

Back to top button