გურამ მაჭარაშვილი ბენ ჰოჯესის განცხადებაზე: ყველამ დაიოკოს თავისი ემოციები – თუ სწორი სურათი არ იცის, კომენტარს მაინც ნუ გააკეთებს

„უცხოეთიდან ვინ რას ხედავს და ვის როგორი მხედველობა აქვს, ჩვენი პრობლემა არაა – მთავარია, რომ საქართველოს საზოგადოება ხედავს იმას, რაც ხდება საქართველოში, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

მაჭარაშვილი უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არსებულ ვითარებაზე რეალური სურათის არცოდნის მიუხედავად საუბრობენ, „ემოციების დაოკებას“ ურჩევს.

„ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც სწორი პოლიტიკა აქვთ არჩეული – ჩვენ გვინდა ცივილიზაციასთან, აშშ-სთან, ევროპასთან ურთიერთობა, მაგრამ არა საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე, არა ომის ხარჯზე! ჩვენ ეს ეკონომიკური განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის მხარდაჭერის ხარჯზე გვინდა, მაგრამ არა – უსამართლობის ხარჯზე. ყველამ დაიოკოს თავისი ემოციები – თუ სწორი სურათი არ იცის, კომენტარს მაინც ნუ გააკეთებს. ჩვენთვის არაა საინტერესო, უცხოეთიდან ვინ რას ხედავს და ვინ რას არ ხედავს, მითუმეტეს – არასამართლიანად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Back to top button